თუ შენ დროს მეგობრებთან ურთიერთობას, სხვების დახმარებას და უბრალოდ ცხოვრებით ტკბობას ახმარ, განა ეს დაკარგული დროა? „იყო შაშვი მგალობელი“ გვაჩვენებს, რომ ყველაზე მნიშვნელოვანი რამ ცხოვრებაში არაა ის, თუ რას მივაღწიეთ, არამედ ის, თუ რამდენად „ნამდვილები“ ვიყავით. ფილმის გმირმა შეიძლება ვერაფერი შექმნა, მაგრამ დატოვა სითბო და სიკეთე ყველგან, სადაც გაიარა. ეს არის ჰიმნი თავისუფალი ადამიანისადმი, რომელიც არავის ჰგავს.