შანტრაპა

შანტრაპა

2010

ფრანგულად – „chantera pas“ ნიშნავს – არ იმღერებს. მე-19 საუკუნის რუსეთში, სიმღერის ფრანგი პედაგოგები ასე უწოდებდნენ ბავშვებს, რომელთაც მუსიკალური სმენა არ ჰქონდათ. იოსელიანი ამ სათაურში საკუთარ თავს და ყველა თავისუფალ ხელოვანს მოიაზრებს – სისტემისთვის ისინი ხომ „შანტრაპა“ არიან – ადამიანები, ვინც სხვის დაკრულზე არ მღერიან. ცენზორი, რომელიც ხელოვანს ზღუდავს იდეოლოგიური მოსაზრებებით, არაფრით ჯობს პროდიუსერს, რომელიც უხეშად ერევა ავტორის ჩანაფიქრში, რათა კომერციული მოგება მიიღოს. ხელოვანს ორივე შემთხვევაში უწევს გააკეთოს არჩევანი – დათმოს ან იბრძოლოს.

  • გადაღებულია: 2010 წელს
  • ხანგრძლივობა: 122 წუთი
  • ტექ. მონაცემები: ფერადი, ფირი 35მმ, 1.66:1
  • ჟანრი: დრამა
  • რეჟისორი: ოთარ იოსელიანი
  • სცენარის ავტორი: ოთარ იოსელიანი
  • საპროდიუსერო კომპანიები: Pierre Grise Productions (პარიზი), Sanguko Films (საქართველო), Sota Cinema Group (კიევი)
  • პროდიუსერები: მარტინ მარინიაკი, მორის ტინშანი
  • დადგმის ოპერატორები: ლიონელ კუზენი, ჟული გრიუნებაუმი
  • ხმის ოპერატორი: ჟერომ ტიო
  • ხმის მონტაჟი: ჟორჟ–ანრი მოშანი
  • მუსიკა: ჯარჯი ბალანჩივაძე
  • დამდგმელი მხატვარი: ემანუელ დე შოვინი
  • სთორიბორდი: ოთარ იოსელიანი, ნანა იოსელიანი, ნუგზარ ტარიელაშვილი
  • კოსტიუმების მხატვრები: ანა კალატოზიშვილი, მაირა რამედჰან–ლევი
  • მონტაჟი: ოთარ იოსელიანი, ემანუელ ლეგენდრი
  • მონაწილეობენ: დათო ტარიელაშვილი – ნიკოლა, თამუნა ქარუმიძე – ბარბარა, ფანი გონინი – ფანი, გივი სარჩიმელიძე – პაპა, პიერ ეტექსი – ფრანგი პროდიუსერი, ბიულ ოჟიე – კატრინი, ბოგდან სტუპკა – ელჩი, ლაშა შევარდნაძე – ბარბარას ქმარი, ნიკა ენდელაძე–მუსელიანი – ნიკოლას მეგობარი, ნინო ჩხეიძე – ბებია, ნიკა ბუტიკაშვილი – ბავშვი, გელა კატამაძე – ბავშვი, ანა ტარიელაშვილი – ბავშვი, აჩიკო იმერლიშვილი – ბავშვი, ალექსანდრე პიტიგორსკი.
  • IMDb
  • დისტრიბუცია საფრანგეთში: Les Films du Losange
  • საერთაშორისო გაყიდვები: Les Films du Losange