ფილმი მოგვითხრობს თავის პატარა ბაღში მოფუსფუსე ქართველ მებაღე მიხეილ მამულაშვილზე, რომელიც ყვავილებით ულამაზეს კომპოზიციებს ქმნიდა. ყვავილი თავისუფალი სულის მეტაფორაა. ფილმი გვეუბნება, რომ რაც უნდა ეცადოს სისტემა სათუთი სილამაზის „მოასფალტებას“, ის მაინც ამოხეთქავს ნაპრალებიდან. ეს არის ფილმი-ფიქრი იმაზე, თუ რას ვკარგავთ „პროგრესის“ დევნაში.