მარტო, საქართველო

მარტო, საქართველო

1994

ოთრ იოსელიანი გვაჩვენებს საქართველოს მთელი თავისი დიდებულებით (ისტორია, ფრესკები, სიმღერა) და მთელი თავისი ტრაგედიით (ომი, ნგრევა, უგუნურება). მაყურებელი დაინახავს, როგორ გადაიქცა ასეთი კულტურის ქვეყანა იარაღიანი ადამიანების სათამაშოდ. რეჟისორს სურს შეახსენოს ქართველებს, ვინ იყვნენ და დააფიქროს, რატომ დაეცნენ ასე დაბლა. ეს არის მცდელობა, მივიღოთ პასუხი კითხვაზე – „რა დაგვემართა?“ ეს არ არის მხოლოდ ისტორია, ეს არის გაფრთხილება: იოსელიანი გვთავაზობს სარკეში ჩახედვას, რაც ხანდახან ძალიან მტკივნეულია, მაგრამ განკურნებისთვის აუცილებელი.

  • ფილმის დასახელება: მარტო, საქართველო (Seule, Géorgie)
  • გამოშვების წელი: 1994
  • ხანგრძლივობა: 236 წუთი (სამ ნაწილად)
    • ნაწილი 1: პროლოგი (Un prologue)
    • ნაწილი 2: განსაცდელი (Une épreuve)
    • ნაწილი 3: გალობა (Un chant)
  • ტექ. მონაცემები: ფერადი და შავ–თეთრი, PAL 25fps
  • ჟანრი: დოკუმენტური
  • რეჟისორი: ოთარ იოსელიანი
  • სცენარის ავტორი: ოთარ იოსელიანი
  • რეჟისორის ასისტენტები: პატრიკ კაზალსი, რიტა იოსელიანი, ზაზა მიროტაძე, პიერ–ანდრე ბუტანი, მანანა ბარათაშვილი
  • ოპერატორები: ნუგზარ ერქომაიშვილი, დათო ბირბიჩაძე
  • კომენტარების ავტორები: ოთარ იოსელიანი, ნიკოლა ფურნიე, მერაბ კოკოჩაშვილი, ბერნარ ეიზენშიცი, პატრიკ კაზალსი, მარტინ მარინიაკი
  • ხმის ოპერატორები: ვაჟა მაჩაიძე, ეკატერინა ევანსი, ჟან–პოლ კესტე
  • მონტაჟი: ოთარ იოსელიანი, მარი–ანიეს ბლუმი
  • აღმასრულებელი პროდიუსერი: ჟან–ივ ლაფონ–ლოზე
  • საპროდიუსერო კომპანიები: Arte, La Sept
  • მთხრობელი (ტექსტს კითხულობს): ბერნარ ეიზენშიცი
  • IMDb
  • დისტრიბუცია საფრანგეთში: Les Films du Losange
  • საერთაშორისო გაყიდვები: Les Films du Losange