კინოჟურნალი

კინოჟურნალი

1968

საბჭოთა პერიოდში არსებობდა პერიოდული კინოჟურნალები, როგორიცაა „საბჭოთა საქართველო“, რომელთაც კინოთეატრებში სეანსის დაწყებამდე აჩვენებდნენ. ეს იყო 5-10 წუთიანი მოკლე სიუჟეტების კრებული ქვეყნის მიღწევებზე, მშენებლობებზე თუ კულტურაზე. ოთარ იოსელიანმა 1959-დან 1965 წლამდე დაახლოებით 10-ზე მეტი ასეთი დოკუმენტური სიუჟეტი მოამზადა, მათ შორის თბილისის კონსერვატორიის 50 წლისთავისადმი მიძღვნილი ნარკვევი.

  •  ფილმის სათაური: კინოჟურნალი 2/3
  • გამოშვების წელი: 1968.02
  • ხანგრძლივობა: 16 წუთი
  • ტექ. მონაცემები: შავ–თეთრი, ფირი 35მმ, 1.37:1
  • ჟანრი: დოკუმენტური
  • რეჟისორი: ოთარ იოსელიანი
  • სცენარის ავტორი: ოთარ იოსელიანი
  • დადგმის ოპერატორი: ი. ბარამიძე, ვ. კურიანი