ღვინოშია ჭეშმარიტება!

ღვინოშია ჭეშმარიტება!

1999

ფრანგულად ფილმის სათაური „Adieu, plancher des vaches!“ ნიშნავს „მშვიდობით, ძროხების საძოვარო!“ – ასე ამბობენ  ფრანგი მეზღვაურები, როცა ნაპირს ტოვებენ, რაც მიგვანიშნებს იმაზე, რომ პერსონაჟები საკუთარი რეალობიდან გაქცევას ცდილობენ. ეს ოთარ იოსელიანის ელეგანტური, მსუბუქი და ამავდროულად ცინიკური კომედიაა. მაყურებლისთვის საინტერესო იქნება თავად ოთარის ნახვა ეკრანზე. ის საოცარი არტისტიზმით თამაშობს კაცს, რომელსაც მობეზრდა თავისი სოციალური სტატუსი. მისი   ჩუმი, ირონიული და ცოტა სევდიანი პერსონაჟი არის განსახიერება იმისა, რომ ბედნიერება არა ფულში, არამედ იმ უბრალო ჭიქა ღვინოშია, რომელსაც მეგობართან ერთად სვამ.

  • ფილმის დასახელება: ღვინოშია ჭეშმარიტება!
  • გადაღებულია: 1999 წელს
  • ხანგრძლივობა: 115 წუთი
  • ტექ. მონაცემები: ფერადი, ფირი 35მმ, 1.66:1
  • ჟანრი: კომედია, დრამა
  • რეჟისორი: ოთარ იოსელიანი
  • სცენარის ავტორი: ოთარ იოსელიანი
  • საპროდიუსერო კომპანიები: Pierre Grise Productions, Carac Film AG, Alia Film, Istituto Luce
  • პროდიუსერები: მარტინ მარინიაკი, მორის ტინშანი, ტერეზ შერერი, ენცო პორჩელი
  • დადგმის ოპერატორი: უილიამ ლუბჩანსკი
  • ხმის ოპერატორი: ფლორიან ეიდენბენცი
  • მუსიკა: ნიკოლა ზურაბიშვილი
  • დამდგმელი მხატვარი: ემანუელ დე შოვინი
  • სთორიბორდის ავტორები: ნუგზარ ტარიელაშვილი, ნანა იოსელიანი
  • მონტაჟი: ოთარ იოსელიანი, ევა ლენკევიჩი
  • მონაწილეობენ: ნიკო ტარიელაშვილი – ვაჟი, ლილი ლავინა – დედა, ოთარ იოსელიანი – მამა, ფილიპ ბა – მოტოციკლისტი, იანიკ კარპანტიერი – მსახური, სტეფანი ენკი – გოგონა კაფედან, მირაბელ კირკლანდი – მოახლე, ამირან ამირანაშვილი – მაწანწალა, ჟოაკიმ სალინჯერი – მათხოვარი, ემანუელ დე შოვინი – საყვარელი, მატიე ამალრიკი
  • IMDb
  • დისტრიბუცია საფრანგეთში: Les Films du Losange
  • საერთაშორისო გაყიდვები: Les Films du Losange