„გიორგობისთვე“ (1966) ოთარ იოსელიანის პირველი სრულმეტრაჟიანი ნამუშევარია. ეს არის ფილმი პირველ დიდ გამოცდაზე, რომელსაც ცხოვრება გვიწყობს, ამბავი იმაზე, თუ როგორ უნდა დარჩე ადამიანად იქ, სადაც ყველაფერი ყალბია. იოსელიანი გვეუბნება: „შეიძლება სამყარო ვერ შეცვალო, მაგრამ შენი წილი ღირსება და სიმართლე მაინც უნდა დაიცვა“.