მთვარის ფავორიტები

მთვარის ფავორიტები

1984

ფრანგი კრიტიკოსები აღნიშნავენ, რომ ქართველმა რეჟისორმა პარიზზე უფრო „პარიზული“ ფილმი გადაიღო, ვიდრე ეს თავად ფრანგებმა შეძლეს. ფილმის სათაური აღებულია შექსპირის „ჰენრი IV“-დან. „მთვარის ფავორიტები“ ქურდებსა და ავანტიურისტებს ჰქვიათ. ოთარ იოსელიანისთვის ეს მეტაფორაა — ყველა თამაშობს: ქურდი  პატიოსან კაცს, პოლიციელი — დამნაშავეს. რეჟისორი გვეუბნება, რომ ადამიანური ვნებები, სიხარბე და სიყვარული საუკუნეების მანძილზე არ იცვლება. ფილმი მიჰყვება ნივთების გზას დროსა და სივრცეში. ჩვენ კი მხოლოდ დროებითი სტუმრები ვართ ამ ნივთების არსებობის გრძელ გზაზე.

  • ფილმის დასახელება: მთვარის ფავორიტები
  • გადაღებულია: 1984 წელს
  • ხანგრძლივობა: 101 წუთი
  • ტექ. მონაცემები: ფერადი, ფირი 35მმ, 1.66:1
  • ჟანრი: დრამა, კომედია
  • რეჟისორი: ოთარ იოსელიანი
  • სცენარის ავტორები: ოთარ იოსელიანი, ჟერარ ბრაში
  • ოპერატორი: ფილიპ თეოდიერი
  • მხატვარი: ემანუელ დე შოვინი
  • მონტაჟი: დომინიკ ბელფორი
  • ხმის ოპერატორები: ალიქს კომტი, კლოდ ბერტრანი
  • მუსიკა: ნიკოლას ზურაბიშვილი
  • პროდიუსერი: ფილიპ დუსარი (Philippe Dussart)
  • საპროდიუსერო კომპანიები: FR3 Cinéma, CNC, Ministère de la Culture
  • მთავარ როლებში: კატია რუპე – კლერი, ალიქს დე მონტეგიუ – დელფინ ლაპლასი ფრანსუა მიშელი – ფილიპი (ანარქისტი), ჟან-პიერ ბოვიალა – კოლა, პასკალ ობიე – ბატონი ლაპლასი, მატიე ამალრიკი – ჟულიენი, კრისტიან ბაილი – ანიესი, ბერნარ ეიზენშიცი – გიუსტავი, ჰანს-პეტერ კლოოსი – ბატონი დუფურ-პაკე (პოლიციელი), მაიტე ნაირი – მადლენ დუფურ-პაკე, გასპარ ფლორი – კრისტიან ლაპლასი, ემილი ობრი – ლუსი ლაპლასი, ჯული ობიე – საბინ დუფურ-პაკე, ვინსენტ ბლანშე – ტერორისტი, ლასლო საბო – ტერორისტი, იანიკ კარპენტიერი – პოლიციელი, ფანი დუპინი – რივიერი, მარი პარა ალედო – ბლანში, გაბრიელა შერი – ნიკოლი, ნოელ სიმსოლო – (ეპიზოდი), ოთარ იოსელიანი – ტერორისტი
  • IMDb
  • დისტრიბუცია საფრანგეთში: Les Films du Losange
  • საერთაშორისო გაყიდვები: Les Films du Losange